საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და პროკურორების ავტორობით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელო გამოიცა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო გენერალური პროკურატურის ორგანიზებით გამოიცა და მის შექმნაზე პროკურორებმა იმუშავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. სახელმძღვანელოს პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის, ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, სახელმძღვანელოს შექმნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

„საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელოს ანალოგი დღემდე არ არსებობდა და იგი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს გამოძიების განმახორციელებელ სუბიექტებს, განსაკუთრებით ახალბედა გამომძიებლებს და პროკურორებს. აღნიშნული სახელმძღვანელოს დახმარებით, ამ სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ დანაშაულზე სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად ექნებათ ძალიან დეტალური ინსტრუქცია, თუ რა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უნდა ჩატარდეს ამა თუ იმ კატეგორიის დანაშაულთა გამოძიებისას და როგორ, რა გარემოებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება როგორც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ასევე სხვადასხვა სახის ექსპერტიზების დანიშვნისას”, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ პროკურორებს, რომლებმაც სახელმძღვანელოს შექმნაზე იმუშავეს, გაწეული კვალიფიციური და მაღალპროფესიონალური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს, რომლებმაც პროკურატურის სამუშაო ჯგუფს დახმარება გაუწიეს აღნიშნული სახელმძღვანელოს შემუშავებაში.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, წიგნი ეფუძნება როგორც გამოძიების პრაქტიკას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს და მასში ძალიან დეტალურად არის აღწერილი 188 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ყველა პრაქტიკული ნიუანსი - რა გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეული დანაშაულის გამოძიების დროს და როგორ უნდა იქნეს მოპოვებული მტკიცებულებები და ინფორმაცია. წიგნი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გამომძიებლების და პროკურორებისთვის, მოემსახურება გამოძიების სტანდარტის ამაღლებას და საპროკურორო და საგამოძიებო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს