არჩილ მესტვირიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ისე, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას.

„ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით წარმართავს. აღნიშნული რეჟიმი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ეფექტიან მოდელად ითვლება, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას და შემდგომი პოლიტიკის იმგვარად განხორციელებას გულისხმობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს იყოს. ინფლაციის თარგეთირებაზე ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. მას შემდეგ (2009-2022 წლებში) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.7 პროცენტს შეადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა