არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკი 2022 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობდა ზედამხედველობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე მუშაობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში შემუშავდა ახალი საზედამხედველო სუბიექტის - მიკრო ბანკისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს პირველადი საკანონმდებლო პაკეტი.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს დამატებით კანონქვემდებარე აქტებზე.

„2022 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობდა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. მათ შორის, აღსანიშნავია მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის (ტაქსონომიის რეგულაცია) დამტკიცება. ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლიდან კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს განხორციელებაზე დაიწყო მუშაობა. აქტიური სამუშაოები გაგრძელდა 2022 წლის განმავლობაშიც, როდესაც ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან. 2021 წლის მსგავსად, 2022 წელსაც, ეროვნულმა ბანკმა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2022 წლის გამოცემა გამოაქვეყნა.

ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები სტრატეგიის 2022 წლის გამოცემაშიც უცვლელი დარჩა, ხოლო უკვე შესრულებული ამოცანების შესახებ ინფორმაცია განახლდა. 2022 წლის განმავლობაში შემუშავდა ახალი საზედამხედველო სუბიექტის - მიკრო ბანკისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს პირველადი საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ, ,,მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და გამომდინარე კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. პარალელურად, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს დამატებით კანონქვემდებარე აქტებზე. ეროვნული ბანკი 2022 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობდა ზედამხედველობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე მუშაობას,“ - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2024
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ
Gulf+ ახალი თვითმომსახურების სადგურები „გალფისგან“
კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აგრო მეწარმეების მხარდასაჭერად 65 მილიონი ლარის მოცულობის გარიგებას მოეწერა ხელი