იაგო ხვიჩია - „ქოცები“ თავის თავს თვითონ იმხობენ, არავის დახმარება არ სჭირდებათ ამაში

არათუ აქციები, ხელისუფლების ცვლილებაც კი არის საჭირო, მაგრამ ვიდრე კოლეგები არ იტყვიან, რა უნდათ პოლიტიკაში, რას შეცვლიან, მათი არ მჯერა - "ქოცები" თავის თავს თვითონ იმხობენ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სამოქალაქო ჯგუფებსა და პარტიებს კონსულტაციები აქვთ.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა აქციას, ხვიჩია ამბობს, რომ "აქციას გააჩნია". დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ყოველდღიური პროცესის საწარმოებლად ხდება და არა რამის შესაცვლელად, რადგან წარმოუდგენელია გულწრფელი ცვლილების სურვილის შემთხვევაში არ საუბრობდეს პოლიტიკოსი თავის ხედვაზე თუ რას შეცვლიდა ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში კონკრეტული მიმართულებებით, როგორიც არის სასამართლო, განათლება და ა.შ და მათგან ამაზე ხედვებს ელოდება.

„ჩვენ არ გვაქვს კოორდინაცია სამწუხაროდ, არ ვუყვარვართ ჩვენს კოლეგებს მოგეხსენებათ, მაგრამ ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ არათუ აქციებია საჭირო, არამედ ხელისუფლების ცვლილებაც კია საჭირო. ყოველდღიურად მოვუწოდებთ კოლეგებს, იფიქრონ იმაზე, რომ ჩამოაყალიბონ ქვეყნის განვითარების ხედვა იმ შემთხვევისთვის, თუ "ქოცები" არ იქნებიან ხელისუფლებაში. სანამ ამას არ ჩამოაყალიბებენ და ჩემი ძვირფასი კოლეგები არ იტყვიან, რა უნდათ პოლიტიკაში, რისთვის მოვიდნენ, რაზე ოცნებობენ, მანამ მე არც ერთი მათი სიტყვის არ მჯერა, სანამ ხალხს ამას არ გაუმხელენ თვითონ როგორ ქვეყანაზე ოცნებობენ, ამიტომ ეს ყველაფერი უბრალოდ ყოველდღიური პროცესის საწარმოებლად არის და არა რამის შესაცვლელად - როგორ შეიძლება გულწრფელად რამის შეცვლა გინდოდეს და ხალხს არ ეუბნებოდე, შენ თვითონ რა გინდა, რას შეცვლიდი,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია ახალგაზრდები კიდევ გამოვლენ ქუჩაში, რადგან "ქოცები" თავის თავს თვითონ იმხობენ."

"აგერ თუნდაც აეროპორტების სკანდალი აბსოლუტურად საკმარისია ხალხის ქუჩაში გამოსავარდნად. მთავარი პრობლემა ის კი არ მგონია, "ქოცები" როგორ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, "ქოცები" თავისით რომ დაემხონ მერე რა ხდება ქვეყანაში, მერე ვინ არის უფროსი და რას აპირებს, ვინც მოდის, "ქოცები" რომ დაემხობიან, თორემ „ქოცები" თავის თავს თვითონ იმხობენ, არავის დახმარება არ სჭირდებათ ამაში,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში