საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.

„თავდაცვის მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდი ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე. გადაიფარა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სეგმენტის ჩართულობაც და სხვა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო