გიორგი ტყემალაძე და კახაბერ ლაბუჩიძე N41 საბავშვო ბაღში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად, თბილისის N41 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბაღის აღსაზრდელებმა ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს დედაენის, დედამიწისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილი მხატვრული კომპოზიციები წარუდგინეს.
ღონისძიების შემდეგ, გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერეს და სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ.

























