პირველი ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში Webster ერთი წლისაა

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ერთი წლისაა. წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის ქართულმა კამპუსმა ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება და აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე დაანონსდა აქტივობებიც, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აბიტურიენტებისთვის გაიმართება. მათ შორის იქნება სხვადასხვა კურსი, ტრენინგი და ვორკშოპი, რომლებიც აბიტურიენტებს სამომავლო პროფესიის არჩევასა და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

2022-2023 წელი ვებსტერ საქართველოსთვის პირველი, თუმცა საკმაოდ წარმატებული წელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ამერიკული განათლების მიწოდების პარალელურად, სტუდენტებისთვის ჩატარდა 50-ზე მეტი აქტივობა.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის“ აკადემიური საბჭოს წევრის ერიკ კლიკის განცხადებით, გასული წელი ძალიან ნაყოფიერი იყო.

„უნივერსიტეტის პირველი წელი ძალიან წარმატებული იყო. მნიშვნელოვანია, რომ ის ორმაგი აკრედიტაციის მფლობელია. ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია The Higher Learning Commission-ის (HLC) მიერ. აკრედიტაცია მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, მსოფლიოს მასშტაბით ყველა კამპუსში, მათ შორის, საქართველოშიც. მეორე მხრივ კი, ვებსტერ საქართველოს საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. გარდა იმისა, რომ ჩვენ მაღალი დონის ამერიკულ განათლებას ვთავაზობთ სტუდენტებს, მათ არაერთი აქტივობა შევთავაზეთ. 45-ზე მეტი ტრენინგი და მასტერკლასი ჩავატარეთ მათთვის. ამ გზით მათ კარიერულ განვითარებაში ვეხმარებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გვყავს სტუდენტები 7 ქვეყნიდან. ჩვენმა სტუდენტებმა გასულ წელს მოიპოვეს 50 000 ლარის ოდენობის სტიპენდია. აღსანიშნავია, რომ იზრდება ჩვენი პარტნიორების რაოდენობაც. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს სტუდენტების რაოდენობა სულ ცოტა გაორმაგდება,“ - განაცხადა ერიკ კლიკმა.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის“ ვიცე რექტორის ემინ ჰაჯიევის განმარტებით, უნივერსიტეტში უკვე სწავლობენ სტუდენტები მსოფლიოს 7 ქვეყნიდან. ახალ სასწავლო წელს კი კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუდენტს ელოდებიან.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში” სწავლაზე მოთხოვნა იზრდება. მომავალ წელს სტუდენტების გაორმაგებულ რაოდენობას ველოდებით. მინდა გითხრათ, რომ მეტ სტუდენტს ველოდებით არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. აქტიურად ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან. მათთვის არა მხოლოდ მაღალი დონის სასწავლო პროგრამებს, არამედ მნიშვნელოვან არაფორმალურ აქტივობებსაც ვგეგმავთ. მათ შორის, იქნება ელჩის საათი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრას და საუბარს. ასევე ვგეგმავთ ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრებს სტუდენტებთან,“ - განაცხადა ემინ ჰაჯიევმა.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში“ სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის 2023-2024-ში აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7 900$-ს შეადგენს, სამაგისტრო პროგრამაზე კი - 8 600$. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080$, ავსტრია - 22 254$, აშშ - 29 680$, შვეიცარია - 36 020$. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე სტუდენტი სწავლის პირველ წელს მიიღებს 1000$ ოდენობის გრანტს.

(R)

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი