პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, მოქმედ კანონში მითითებულია, რომ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება პროგრამის დამატების გზით იმატებს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამას მაშინ, როდესაც სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა დამოუკიდებელ პროგრამას წარმოადგენს, რომლის უფლების მოპოვების სპეციალური წესი უნდა დადგინდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ საბჭოების დაზუსტებასაც, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოიპოვოს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება", - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა