გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წახალისებასა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებულ საკითხებს.

„შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სიმბოლოებისა და ატრიბუტების საკითხი. ღონისძიების ბოლოს კი, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსი აირჩიეს.

მინისტრის ინიციატივით, რექტორთა კონფერენციის ფორმატში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს