ანა ნაცვლიშვილი - პარტნიორებს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საზოგადოება საქართველოს ადგილს ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა და ხაზი გაესვა ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური სწრაფვის მიმართ , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ნატომ კიდე ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ქართული საზოგადოების ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ურყევი ნების მიმართ.

„მათ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საზოგადოება საქართველოს ადგილს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავს. მიუხედავად დეზინფორმაციული კამპანიისა, ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდისტული გზავნილისა, რომლის სამიზნეც დღეს ქართული საზოგადოებაა, ქართველი ხალხი მყარად არის საკუთარ გადაწყვეტილებაზე ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში და ნატომ კიდე ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ამ ურყევი ნების [მიმართ] “, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მათ პარტნიორებს გაუზიარეს შეშფოთება რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და რეაქციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა „ოკუპანტი სახელმწიფოს ამ მოქმედებებზე“.

„ჩვენთვის შემაშფოთებელია, როდესაც ქართველი ხალხის ზურგს უკან, პარლამენტის ზურგს უკან, ფარულად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც წინ უძღოდა ორმხრივი ფრენების დაწყებას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ცდილობს შეცვალოს ხალხის ნებით განმტკიცებული და კონსტიტუციაში დეკლარირებული საგარეო კურსი.

ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და რწმენა, იმისა რომ ქართველი ხალხის მიმართება და სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ განხორციელდება“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს