ხავიერ კოლომინა - ფრენების განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია, ეს „მესიჯი“ თქვენს ხელისუფლებას გადავეცი

რეაქციები, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენთვის შემაშფოთებელია. შესაბამისი განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კოლომინას თქმით, ხელისუფლებას გადასცა გზავნილი, რომლის თანახმად, პარტნიორებს ესმით, რომ აღნიშნული მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლა ყველა უკრაინას უნდა უჭერდეს მხარს. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტია და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა პარტნიორისთვის.

ამასთან, კოლომინას თქმით, რეაქციები, რაც ნახეს, ასევე "გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის".

“სრულიად ერთგული ვართ “ღია კარის” პოლიტიკის და იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტში 2008 წელს მივიღეთ. შესაბამისად, სრულიად ერთგული ვართ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების.

ამავდროულად, ვამბობდით და მეც ბევრჯერ მითქვამს, რაც ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმე წლის წინ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს და ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან შინაარსთან დაკავშირებით, როგორც ეს “უცხოური აგენტების” კანონი იყო…

ფრენების განახლების შესახებ, მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, ზოგიერთი რეაქცია, რომელსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, ასევე ჩვენთვის შეშფოთების საგანია. ეს "მესიჯი" თქვენ ხელისუფლებას გადავეცი, რომ გვესმის, ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გვჯერა, რომ ახლა ყველანი უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს რამდენადაც შეგვიძლია, რომ კრიტიკული მომენტია და გვჯერა, რომ ასეთმა რეაქციებმა შესაძლოა ჩრდილი მოფინოს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

ასე რომ, ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ, ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან და რეაქციები, რომლებსაც ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის, და ეს შეშფოთება თქვენ ხელისუფლებას გადავეცით…

ჩვენი პოზიცია შეშფოთების პოზიციაა. მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ, ვინაიდან, კრიტიკული მომენტია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, რაც პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც, მაგრამ, ასევე იმიტომ, რომ გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის პოტენციური გვერდის ავლისთვის. თქვენ ხელისუფლებას ველაპარაკებოდით იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებენ სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად, კარგ სამუშაოს ასრულებენ ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ ჩრდილს ქმნის იმ პოტენციალისთვის, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს.

საკმაოდ მკაფიონი ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და თქვენ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა ეს არ დაუშვას”, - განაცხადა კოლომინამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში