სასწრაფოდ შეიკრიბოს სემეკი და იმსჯელოს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადის შემცირებაზე , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, ტარიფების შემცირება არ ხდება, რადგან სემეკში არ იციან, რა იქნება დეკემბერში ეროვნული ვალუტის გარშემო.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 8 მაისს, მოითხოვა ტარიფების შემცირება, დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად ... დღეს - 24 მაისს, ინტერვიუ ჰქონდა დავით ნარმანიას და დაადასტურა, რომ შესაძლებელია ტარიფების შემცირება, მაგრამ არ ამცირებენ, იმიტომ რომ არ იციან, რა იქნება დეკემბერში ... დაგვცინიან.
სასწრაფოდ შეიკრიბოს სემეკი და იმსჯელოს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადის შემცირებაზე, - წერს ხაბეიშვილი.