მამუკა ხაზარაძე - მოგიწოდებთ 26 მაისს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყონ.

ხაზარაძის თქმით, მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი უნდა აჩვენონ. ასევე, უთხრან: "არა რუსულ მთავრობას".

"ევროპული იდეა ეროვნული იდეაა!

"მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი. ვაჩვენოთ, სადაა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. ესაა ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანი, ესაა ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტის არჩევანი.საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!გელოდებით ყველას უნივერსიტეტის ბაღში, ვისაც ევროპა ქვეყნის მომავალი ჰგონია. მიუხედავად პარტიულობისა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვაჩვენოთ ერთიანობა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!

ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!", - აცხადებს ხაზარაძე.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი