აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის NASAMS სისტემის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 285 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და შესაბამისი აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.

პენტაგონის შემადგენლობაში შემავალი უსაფრთხოების სააგენტოს (DSCA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, NASAMS სისტემის შესყიდვის მოთხოვნა უკრაინის მთავრობამ შეიტანა. ასევე საუბარია აღჭურვილობის შეძენაზე, მათ შორის GPS მიმღებების, ხელსაწყოების, გენერატორების, სათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ელემენტების შეძენაზე.

უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, მთავარი კონტრაქტორი იქნება Raytheon Missiles and Defense-. სააგენტომ უკვე გასცა საჭირო სერთიფიკატი.

"უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება თავისი შესაძლებლობების გაზრდა რუსული სარაკეტო დარტყმებისა და ავიაციისგან თავის დასაცავად. ამ შესაძლებლობის მოპოვება და ეფექტური განლაგება გააძლიერებს უკრაინის უნარს დაიცვას თავისი ხალხი და დაიცვას კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა", - აღნიშნულია უსაფრთხოების სააგენტოს დოკუმენტში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!