გიორგი ამილახვარი თსუ-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრს თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა და ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს.

უწყების ცნობითვე, ახალი შენობა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუ-ს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

„ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფციის შემუშავებისას კი, გათვალისწინებული იქნება ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
გიორგი ამილახვარი თსუ-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრს თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა და ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს.

უწყების ცნობითვე, ახალი შენობა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუ-ს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

„ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფციის შემუშავებისას კი, გათვალისწინებული იქნება ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის