რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული დახმარება - 50 ცალი სასაჩუქრე და 8 ცალი ტკბილეულის ყუთი გადასცეს.

აქციის ორგანიზატორებს სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება