ბოსტონის კოლეჯის პროფესორების ვორკშოფი: „ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია“ გაიმართება

27 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოსტონის კოლეჯის პროფესორებსა და IT სფეროს სპეციალისტებს უმასპინძლებს, რომლებიც IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის გამორჩეულ ვორქშოფს ჩაატარებენ. ინფორმაციას ილიაუნი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

„ვორქშოფის თემა: ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია – საფუძვლებიდან აპლიკაციებამდე.

ძირითადი მომხსენებელი: დოქტორი დონგლაი ვეი (დოქტორის ხარისხი დაიცვა MIT-ში), ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი.

ვორქშოფის აღწერა: AI-ის ხანა უკვე დაიწყო. ისევე, როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და ინტერნეტის რევოლუციურ გამოგონებებს, AI-ს აქვს პოტენციალი გარდაქმნას ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი, ჯანდაცვისა და განათლების სფეროთი დაწყებული ტრანსპორტითა და გართობით დამთავრებული. თუმცა AI ხშირად კომპლექსურ და გაუგებარ სფეროდ რჩება ფართო საზოგადოების, მათ შორის სტუდენტებისთვის. ვორკშოპი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაციას ფუნდამენტური ცნებების ახსნითა და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით.

სემინარი ძირითადი პრეზენტაციისა და პრაქტიკული გაკვეთილისგან შედგება. დაინტერესებული პირები პრაქტიკულ სესიაზე შეძლებენ, სატრანსპორტო საშუალებათა დათვლის აპლიკაცია რეალურ დროში შექმნან.

ვორქშოფზე დასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ.

სარეგისტრაციო ფორმა: http://tiny.cc/ai527

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 27 მაისი, 15:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: T306 აუდიტორია (პირველი სესია); T405 აუდიტორია (მეორე სესია), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს