„ნაციონალური მოძრაობა“ სემეკის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების შემცირებას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განცხადება შეიტანეს.

ისინი სემეკის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და კომუნალური მომსახურების გადასახადებზე ტარიფების შემცირებას მოითხოვენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სემეკის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების შემცირებას მოითხოვს, ვინაიდან 2021 წელს, კომისიამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოტივით: დენის, წყლის, გაზის და ნაგვის გატანის საერთო ტარიფი ჯამში 43.5 პროცენტით გაზარდა. პანდემიის პერიოდში მომატებული ტარიფი მთავრობამ დაასუბსიდირა, რის გამოც მოსახლეობამ მომატებული ტარიფი მყისიერად ვერ იგრძნო, თუმცა 2022 წლის დასაწყისიდან სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა, ხოლო მომატებული ტარიფი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. 2023 წლის დასაწყისიდან - დღემდე, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გამყარდა, “ქართული ოცნების” მთავრობა კი კომუნალურ გადასახადებს არ ამცირებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია უტიფრად აცხადებს, რომ კომპანიებმა ორი წლის წინ იზარალეს და ამიტომ კომუნალურ გადასახადებზე ტარიფს ვერ შეამცირებს. ამასობაში სემეკის კომისიის წევრებს ხელფასს ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა უხდის, რომელიც ყოველწლიურად მილიონი ლარი გვიჯდება, ხოლო ისინი მოქალაქეების ინტერესების ნაცვლად იძახიან კომპანიებმა მოიგონ ფული ჯობიაო, რაც წარმოუდგენელი დონის უტიფრობა და ცინიზმია,’’ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ვასო ურუშაძის თქმით, დავით ნარმანიას განცხადებით დასტურდება, რომ ის დღეს ემსახურება არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ იმ კომპანიების, რომლებიც “ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს წარმოადგენენ.”

,,ჩვენ სემეკს წერილობით მივმართავთ, რომ საჩქაროდ შეიკრიბოს კომისია და განიხილოს კომუნალური ტარიფების შემცირება. კომუნალური გადასახადების ტარიფი სულ მცირე უნდა დაუბრუნდეს 2021 წლამდე არსებულ ნიშნულს’’, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო