„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ მოტივირებულ, ნიჭიერ და აქტიურ ახალგაზრდას, რომელმაც ბაკალავრის საფეხურზე სწავლა დაასრულა, აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი, გაიმარჯვოს და გაემგზავროს ამერიკაში მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს პროგრამისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ. აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 აგვისტო.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, აშშ-ში უკვე 8 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გაემგზავრა განათლების მისაღებად, წელს კი, მათ რიცხვს 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულებიც შეემატებიან.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან პარტნიორობით, 2014 წლიდან ვახორციელებთ Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც, ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარები და განვითარდნენ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, უკვე რვა ქართველი სტუდენტი გაემგზავრა ამერიკაში სასწავლებლად მომავლის პროფესიების, ბიზნესის ადმინისტრირების და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით. პროგრამის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და აქტიურად გავაგრძელოთ ახალი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას აშშ-ს საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს.

მათივე ცნობით, პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ახალგაზრდებს განათლების და განვითარების შესაძლებლობას აძლევს, სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაცია 35-ზე მეტი მსხვილი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. „საქართველოს ბანკის“ ინიციატივებში ჩართული მოსწავლეების, სტუდენტების და ახალგაზრდების რაოდენობა კი 100 000-ს აჭარბებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში