26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ფოთში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ფოთში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოშკურას საგამოფენო სივრცეში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფოთის მერიის ორგანიზებით, ეროვნულ არქივში დაცული ქ. ფოთის ევროპული ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტებში წარმატებულ მონაწილეობს ქ. ფოთიდან საპატიო სიგელებს გადასცემს. ამასთან, თეიმურაზ ჯანჯალია დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის ცენტრალურ მოედანზე საინფორმაციო სივრცე მოეწყობა, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა: ნიკო ნიკოლაძე და მისი წვაწლი საქართველოს წინაშე; ფოთი და ტურიზმი; ფოთი და მისი ურბანულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა; 1918-1921 - პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება; დამოუკიდებლობის მოპოვების საშინაო და საგარეო ფაქტორები; საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება; საქართველოს პირველი მთავრობა; არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი, დროშა, გერბი; კონსტიტუცია; საქართველო სატრანსპორტო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის; 1918-1921 წლებში კულტურული ცხოვრება.

მოეწყობა ფოტო-ზონა და თემატური კაფე. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას, პატარა სტუმრებს კი, სპეციალურად მოწყობილ საბავშვო და სპორტულ სივრცეებში ანიმატორები დახვდებიან და მრავალ გასართობ აქტივობას შესთავაზებენ.

ამასთან, ღონისძიებისთვის შეიქმნება კედელი, რომელსაც მხატვრები და მოხალისეები 26 მაისის თემატიკის შესაბამისად მოხატავენ. კედელი დათარიღდება და სამახსოვროდ დარჩება ქალაქს.

17:10 საათზე, ფოთის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება. საზეიმო ღონისძიებები კი საღამოს 19:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს