დიმიტრი ცქიტიშვილი - ოკუპანტი ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება ნონსენსია - დღეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გვყავს

ოკუპანტი ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება სრულიად ნონსენსია, ეს ასე არ ხდება. სანამ ის ოკუპანტია უსაფრთხოების სისტემებზე საუბარი გამორიცხულია, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გვყავს დღეს, - ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან პარტნიორობის იმედად ყოფნა ძალიან მიამიტურია.

„ძალიან პრაგმატულად, რომ ვთქვათ კეთილდღეობა რუსულად და უსაფრთხოება რუსულად არ მუშაობს. მეორე მხარეს არის ნატო, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყო თავისი ქვეყნების კეთილდღეობაც და უსაფრთხოებაც და ევროკავშირი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური და ბევრი საკრიტიკო არის და მეც გამიკრიტიკებია, მაგრამ ის, რომ ეს არის რეალურად ერთადერთი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მექანიზმი, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ., ეს არის უალტერნატივო. ოკუპანტი ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება სრულიად ნონსენსია, ეს ასე არ ხდება. სანამ ის ოკუპანტია უსაფრთხოების სისტემებზე საუბარი გამორიცხულია, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გვყავს დღეს. იმდენი რესურსი და იმდენი სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა ყველას შეიძლება ეყოს. მთავარია, ჩვენ გვქონდეს სწორი პოლიტიკა და ვიყოთ სანდო პარტნიორი ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მიმართ. რუსეთთან პარტნიორობის იმედად ყოფნა ძალიან მიამიტურია, თუ არა ბოროტი ჩანაფიქრი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს