Europris-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2023 წლის ნოემბერში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) აღმასრულებელ დირექტორ გუსტავ ტალვინთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც, 2023 წლის ნოემბერში, საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერში დაგეგმილი მაღალი დონის კონფერენციის თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში არსებული ინოვაციები იქნება.

„კონფერენცია საერთაშორისო ხასიათისაა და მასში პარტნიორ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრები, პენიტენციური სისტემების გენერალური დირექტორები და სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის პარტნიორია ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL).

მინისტრმა Europris-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ევროპრიზი წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პენიტენციური სისტემების გაერთიანებას, რომლის წევრი საქართველოცაა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს