საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ გაიმართება

27 მაისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფორუმს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და მათი გადაჭრისთვის ერთობლივი გზების დასახვას, ასევე, თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილების და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფას.

როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომლებიც მიმართულია დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების და ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის უფრო აქტიური ჩართულობის გაზრდაზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მოხდება აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულების წარდგენა.

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მუშობას გააგრძელებენ შემდეგ თემატურ ჯგუფებში: 1. განათლება და კულტურა - „ეროვნული იდენტობა ქართულ დიასპორაში“; 2. ბიზნესი და ეკონომიკა - „ქართული დიასპორა რეგიონული განვითარებისთვის“ და 3. „ახალგაზრდობა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები“.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო