ადვოკატი - სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ გიორგი მუმლაძე უდანაშაულოა - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავება „არაპროპორციული ძალით“ მოხდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვის შედეგად დადასტურდა დაცვის მხარის პოზიცია, რომ გიორგი მუმლაძე უდანაშაულოა.

ადვოკატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავება პოლიციელების მიერ „არაპროპორციული ძალით“ მოხდა.

„დღეს სასამართლო პროცესზე , დაცვის მხარემ დავკითხეთ მოწმეები, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა დაცვის მხარის პოზიცია, რომ გიორგი მუმლაძე არის უდანაშაულო!

გიორგი მუმლაძეს არაპროპორციული ძალით პოლიციელები აკავებდნენ, რა დროსაც გიორგი მუმლაძემ ვეღარ შეძლო სუნთქვა, რადგან რამდენიმე პოლიციელი კისრის და ფილტვების მიმართულებით ბოჭავდა, რაც დანაშაულია! ერთადერთი დამნაშავე ამ საქმეში არის ის პოლიციელები, ვინც გიორგი მუმლაძეს დაკავების დროს გუდავდა! სასამართლომ პოლიტიკური დავალება არ უნდა შეასრულოს, უნდა ემსახუროს კანონს და გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება!“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.

გიორგი მუმლაძის თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ნიშნითაა წარმოებული.

„მოწმეების დაკითხვა დასრულდა, შემდეგი პროცესი 30 მაისს 16:30-ზე იქნება, სადაც მე უნდა დამკითხონ. ასევე, დასკვნითი სიტყვა უნდა თქვან, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ და 30 მაისსვე სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს. ეს საქმე, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური ნიშნით წარმოებული, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ ორი წლის წინ „მოძრაობა საქართველოს“ წევრების მიმართ და იმ ხალხის, ვინც აქტიურად ჩართული ვიყავით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში, ამ ხალხის მიმართ ყველაფერი გააკეთა, რომ მაქსიმალური შევიწროებით, მაქსიმალური წნეხით, ჩვენი განეიტრალება მოეხდინათ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდება, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ არ უნდა მიიღოს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა დასრულდება ჩვენი გამარჯვებით, ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს და ვერანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ბრძოლაში შემაფერხებელი ვერ იქნება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი საქმე არის ლუსტრაცია, თუ ბიძინა ივანიშვილი რა მეთოდებს იყენებს თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ათობით პოლიტიკური პატიმარი გვყავს ციხეში: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლექსო რაფავა, გია დათიაშვილი, ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები, ელდარ ანთაძე, ლაზარე გრიგორიადისი. მათი ციხეში ყოფნა ადასტურებს, მხოლოდ ერთს, რომ მართლმსაჯულება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შემნარჩუნებელ კანტორადაა გადაქცეული და არა სამართლიანობის განმახორციელებელ ორგანოდ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა დასრულდება ჩვენი გამარჯვებით, ამ საქმეს კონკრეტულად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, როგორც იურისტმა, როგორც სამართლიანმა ადამიანმა, რომ ჩემს საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო