26 მაისის ღონისძიებები ამბროლაურსა და მესტიაში 14:00 საათზე დაიწყება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ღონისძიებებს ორ რეგიონში, სვანეთსა და რაჭაში, უმასპინძლებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, მესტიის სეტის მოედანზე და ამბროლაურის ცენტრალურ პარკში, მოეწყობა შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები.

„საბავშვო სივრცეებში, პატარებისათვის გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ბავშვებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სახალისო თამაშებში და მონაწილეობა მიიღონ ხატვის, კალიგრაფიის, ძერწვის და სხვა სახის მასტერკლასებში. მათ გართობაზე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და მოსიარულე ორკესტრი.

საზეიმო ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება.

დღის განმავლობაში კონცერტებს გამართავენ ადგილობრივი შემსრულებლები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს - 17:10 საათზე - ტრადიციულად, შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

26 მაისის აღსანიშნი საზეიმო ღონისძიებები დასრულდება ქართველი შემსრულებლების კონცერტით. მესტიაში კონცერტს გამართავს ჯგუფი „ურსა“, ჯგუფი „ბანდეროლი და DJ surguladze, ხოლო ამბროლაურში - ჯგუფი „ELLARGE”, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია და ზუკა ხუციშვილი.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი