ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

აღნიშნულ ღონისძიებას რელიგიური გაერთიანებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

TDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ ღავთაძის განცხადებით, რელიგიის, რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

„არადომინანტური რელიგიური ჯგუფების წინაშე არსებული სისტემური პრობლემები მოუგვარებელია და მათი მოგვარების მცდელობა არ ყოფილა. მაგალითად, პრობლემაა მათთვის საბჭოთა კავშირის პერიოდში წართმეული ქონების დაბრუნება.ასევე დაბრკოლებები, რომლებიც ნაგებობების შენების დროს ექმნებათ. ამის მაგალითია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლება. ასევე, საგადასახადო სფეროში კანონმდებლობაში დისკრიმინაცია არსებობს. ქონებრივი უფლებები და საგადასახადო პრივილეგიები მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს, სხვა არც ერთს. ხელისუფლებამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც სამხედრო ვალდებულებებისგან მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ათავისუფლებს. სხვებს სამხედრო სამსახურის ალტერნატიული ფორმით გავლის ვალდებულება აქვთ. ხელისუფლების პოლიტიკა აჩვენებს, რომ ის რელიგიის სფეროში უკანონოდ ჩარევასა და კონტროლს ცდილობს,"- განაცხადა მარიამ ღავთაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა