თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ეწვია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს თსუ-ში სტუმრობისას. მათ შორის, ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი კორპუსი უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუ-ს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე სტუდენტური სივრცეები მოეწყობა.

„თსუ-ს პირველი კორპუსი დაპროექტებულია ქართველი არქიტექტორის, სვიმონ კლდიაშვილის მიერ, ხოლო მეორე კორპუსი - მიხეილ შავიშვილის მიერ. ვინაიდან ტერიტორია შენობებთან ერთად წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საპროექტო კონცეფცია არქიტექტურული გადაწყვეტით, რაც მდებარეობას, მოცულობით გადაწყვეტას, მასშტაბს, კონფიგურაციას, სართულიანობას, დიზაინს და სხვა დეტალებს გულისხმობს, უნდა შემუშავდეს მოცემული ტერიტორიის კონკრეტული მახასიათებლების და ამავე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

პროექტირებისას, ასევე, გასათვალისწინებელია რთული ლანდშაფტის თავისებურებები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან თავსებადობა. ახალი შენობა ჰარმონიულად უნდა ეწერებოდეს გარემოში როგორც ვიზუალურად ასევე, ფუნქციურად უნდა პასუხობდეს დანიშნულებას; არ უნდა უშლიდეს ხელს საუნივერსიტეტო კომპლექსის მთავარი ნაგებობების აღქმას და არ უნდა შეიცვალოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი.

ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს