„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება, რომელიც 27 მაისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება, რომელიც 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ივანიშვილის რეჟიმმა უკანონოდ ნიკა გვარამია საპატიმროში გამოკეტა. მოვითხოვთ, რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამია არის პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ პრეზიდენტმა უნდა აღადგინოს სამართლიანობა.

თავისუფლება ნიკას! თავისუფლება საქართველოს! “ - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში