„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტ ბანკი SME Banking Agency-მ საუკეთესო ინტერნეტ ბანკად დაასახელა

SME Banking Agency-მ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტ ბანკი საუკეთესოდ დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო და ანალიტიკურმა სააგენტომ SME Banking Agency-მ, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნეს ინტერნეტ ბანკების საერთაშორისო რეიტინგი წარმოადგინა.

„პრეზენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო კლუბის წევრების ექსპერტთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. ბანკების რეიტინგი ყოველწლიური კვლევის Business Online Banking 2023-ის შედეგების მიხედვით მომზადდა.

კვლევის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს ექსპერტებმა 120 კრიტერიუმის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვეყნის 50 ბანკი შეაფასეს. კვლევის შედეგებით, SME Banking Agency-ს მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნესის ტოპ 20 საუკეთესო ინტერნეტ ბანკი განისაზღვრა. ტოპ 20-ში „საქართველოს ბანკი“ მეორე ადგილს იკავებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, მათივე ცნობით, თითოეულ ქვეყანაში გამოვლინდა ტოპ 3 ონლაინ ბანკი ბიზნესისთვის. აღნიშნულ კატეგორიაში „საქართველოს ბანკმა“ ყველაზე მაღალი - 395 ქულა დააგროვა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს მიერ საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტ ბანკად დასახელება, რადგან ეს ნიშნავს, იყო რეგიონში პირველი საიმედო პარტნიორი, რომელიც ბიზნესისთვის მუდმივად ქმნის ინოვაციურ და საჭირო პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ ჯილდო, ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ მისწრაფებას, ჩვენს მომხმარებლებს ციფრულ ეკოსისტემაში უფრო მეტი და მეტი პროდუქტი და სერვისი შევთავაზოთ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე.

ინფორმაციისთვის, „ტოპ 20 საუკეთესო ინტერნეტ ბანკი ბიზნესისთვის“ სიაში მოხვდნენ: "პრივატ ბანკი" (უკრაინა), "საქართველოს ბანკი" (საქართველო), Halyk Bank (ყაზახეთი), "პაშა ბანკი" (აზერბაიჯანი), MBANK (KB ყირგიზეთი) და სხვა.

SME Banking Club არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნეს ბანკირებს ინფორმაციის, ანალიტიკისა და გამოცდილების გაცვლისთვის. ის სწავლობს, თუ როგორ ვითარდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებელთა მომსახურების ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ბაზრები.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა