მამუკა მდინარაძე - დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ყველაფერს სამშობლოსთვის ვაკეთებთ

ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ჩვენ ამას არავის ვაყვედრით, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისთვის ცნობილია და რომელთა შესახებაც არ ლაპარაკობდნენ, რადგან პარტნიორებთან ურთიერთობებს უფრთხილდებიან.

„არსებობს საკითხები, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის იყოს ცნობილი და რომელზეც ასე ღიად ჩვენ საზოგადოების წინაშე არ და ვერ ვლაპარაკობდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ვუფრთხილდებით მათთან ურთიერთობებს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის პერსპექტივები, ერთი მხრივ, ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეროვნული საკითხები და მეორე მხრივ, მისი ხვალინდელი დღე და ევროპული მომავალი. თავის დროზე ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც „ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენს შორის იყო, ამ საკითხებზე უნდა გველაპარაკა თუ არ უნდა გველაპარაკა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შეჰქმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ. ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ჩვენ ამას არავის ვაყვედრით, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს