მოსკოვი და მინსკი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ

მოსკოვმა და მინსკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, - ინფორმაციას მედია საშუალებები ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქში ორმხრივ შეხვედრაზე რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და ვიქტორ ხრენინმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავს რუსული არასტრატეგიული ბირთვული იარაღის ბელარუსში, სპეციალურ ობიექტზე შენახვის პროცედურას.

შოიგუს თქმით, ბელარუსულმა მხარემ მიიღო Iskander-M-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია რაკეტების გამოყენება არა მხოლოდ ჩვეულებრივ, არამედ ბირთვულ აღჭურვილობაშიც.

„ბელარუსული ავიაციის ნაწილი გადაკეთებულია ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის. სამხედროებმა შესაბამისი მომზადება გაიარეს“, - განაცხადა შოიგუმ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში