კახა კალაძე - ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული და საბოლოო ჯამში, ევროკავშირის გადასაწყვეტია, მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ოპოზიცია ევროროკომენდაციების შესრულების პროცესს მხოლოდ ხელს უშლის.

„ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. ივნისში აღნიშნული გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება. ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყველა უნდა ვიყოთ მოწადინებულები, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ კონკრეტული პარტიები ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დროსაც ყველაფერს აკეთებდნენ, როგორმე ხელი შეეშალათ. იგივე ხდება დღესაც. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა