ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შშმ პირთა პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე იმსჯელეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ბათუმში მიმდინარე სხდომაზე იმსჯელეს.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპუტატებმა მოისმინეს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაცია შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ამავე სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა წარადგინა.

მისი ინფორმაციით, 2020-2023 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 21 180 სამუშაოს მაძიებელი, რომელთაგან 657 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, მაგალითად, თუკი 2020 წელს სულ დასაქმებული იყო 37 შშმ პირი, გასულ წელს ამ რიცხვმა 386-ს მიაღწია, 2023 წლის პირველ კვარტალში კი უკვე დასაქმებულია 119 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თეიმურაზ კახიძემ კი კომიტეტის წევრებს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ინფორმაცია გააცნო 2023 წლის პროგრამების მიმდინარეობის, გამოწვევებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აჭარის მოსახლეობას, საერთო სახელმწიფო სერვისებთან ერთად, გარკვეული სერვისების დამატებითი ბენეფიტების სახით მიღების შესაძლებლობა აქვს.

მან ასევე ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის თაობაზე და საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობაზე. მისი თქმით, სხვადასხვა სფეროში შშმ პირთა დასაქმება სულ უფრო ფართოვდება და, შესაბამისად, უფრო მეტი რაოდენობის შშმ პირის დასაქმება ხდება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია საზღვაო შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების შექმნა, რისთვისაც დასაქმების სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

პარლამენტის კომიტეტის გასვლითი სხდომის მუშაობაში კომიტეტის წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სხვა უწყებების წარმომადგენლები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა