მაია ომიაძე თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელავსა და ზუგდიდში აღნიშნავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელაველებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებებს თელავსა და ზუგდიდში მასპინძლობს. ჩვენ ახლა თელავში ვიმყოფებით, სადაც ხვალ, 26 მაისს, ღონისძიება გაიმართება. ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებს დახვდებათ გასართობი ზონები, იქნება გასტრონომიული კუთხე, მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე. ველოდებით ბევრ სტუმარს დღის 2 საათიდან“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

„26 მაისს, თელავში, 14:00 საათზე, ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გასტრონომიული ზონა მოეწყობა, გაიმართება ცნობილი შეფ-მზარეულების მიშა ავსაჯანიშვილისა და რუსო დაუშვილის მასტერკლასები. მოეწყობა კულინარიული კონკურსები, კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიების ფარგლებში სამეწარმეო სივრცეში ადგილობრივები ქალაქის სტუმრებს პროდუქტებს შესთავაზებენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სპეციალური ინსტალაციები, წარმოდგენილი იქნება საქართველოს რუკა, რეგიონების ღვინისა და სამზარეულოს შესახებ, მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია თემატურად გაფორმდება, გამოიფინება საქართველოს დროშები.

საღამოს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. შესრულდება საქართველოს ჰიმნი. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თელავში კონცერტით დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში