გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი.
მათივე ინფორმაციით, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, წითურები, ქვემო ღარისწყალა, ქერიაანთკარი, ნოჯიკეთი, ნოჯა, ლაფანაანთკარი, კოშკასყელი, ლაშარის ჯვარი, ზემო ღარისწყალა, ბულაჩაური.
ხოლო 13:30 საათიდან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: ახატანი, ჭოპორტი, შინდიანა, ბიწმენდი.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.