„თეგეტა ქარს“ Unicef-ისა და BTU-ს საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები 100 ბენეფიციარი ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს.

პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“, რომელიც Junior Tech-ის ფარგლებში 7 ბავშვის საგანმანათლებლო კურსს სრულად დააფინანსებს.

„როგორც იცით, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ზრუნვა და ზოგადად, ჩვენი კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებასა და ნათელ მომავალზე ზრუნვა. განსაკუთრებით პრიორიტეტული კი მათი მხარდაჭერაა, ვისთვისაც, გარე ფაქტორების გამო, ცოდნა და განათლება ძნელად მისაწვდომია. რაც მთავარია, ჩვენი და ჩვენი ბენეფიციარების თანამშრომლობა არ დამთავრდება ერთჯერადი დაფინანსებით - იმ მოზარდებს, რომლებიც საგანმანათლებლო კურსს გაივლიან, მომავალში ჩვენთან სტაჟირებისა და დასაქმების საშუალება ექნებათ“,- განაცხადა „თეგეტა ქარსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ნინა კაჭარავამ.

პროექტის სამიზნე აუდიტორიაა სოციალურად დაუცველი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, ასევე განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები.

ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, ბათუმსა და თბილისში სპეციალური სასწავლო მოდულებით გადამზადების 8-თვიანი კურსი გაიარონ და ისეთ მიმართულებებს დაეუფლონ, როგორებიცაა: ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი; კიბერჰიგიენა და ინტერნეტუსაფრთხოება; ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები; გრაფიკული დიზაინი; სოციალური მედიის მარკეტინგი; ტექნოლოგიური ინგლისური

„გვიხარია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პროექტი Junior Tech შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, შეიძინონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით და გაიუმჯობესონ ციფრული უნარები. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დაეხმარება მათ, მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, დასაქმება და უკეთესი მომავლის შექმნა“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ.

Junior Tech-ის პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების გადამზადებას ფინანსურად უზრუნველყოფენ.

ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „პროექტი Junior Tech-ი BTU-სა და Unicef საქართველოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელთაც, სხვადასხვა გარემოებების გამო, შეზღუდული აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, უსახლკარო ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდები“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ.

თავის მხრივ, პროექტში ჩართულები არიან, „თეგეტა ქარსში“ შემავალი მსუბუქი ავტომობილების ბრენდები - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, „ტოიოტა ბათუმი“, „ვოლვო ქარ საქართველო“, „ავტო გალერი“, NIU, „პორშე ცენტრი თბილისი“ და „მაზდა ცენტრი თეგეტა“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი თაობის განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, ასევე პროფესიული განვითარების მხარდაჭერისთვის, „თეგეტა ქარსი“ სამომავლოდაც გეგმავს მსგავს პროექტებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში