თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთ კაფეში ვერანდაზე მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ გაისროლა.

სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

თვითმხილველის თქმით, პირი რომელმაც გასროლა განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

“სროლა მოხდა “სტრადას” ვერანდაზე. ვიღაცამ 7-ჯერ გაისროლა და გაიქცა. გასროლამდე ჩხუბი ან კამათი არ ყოფილა. ხალხი მაგიდის ქვეშ დაწვა.

შენიღბული არ იყო, გრძელი თმა ჰქონდა. პატარა ბიჭი იყო, 20 წლის ბიჭს ჰგავდა, შავგვრემანი ბიჭი იყო. შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა”, - განაცხადა თვითმხილველმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელდა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რა ვითარებაში ხდება გასროლა.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“