დავით ნარმანიას ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორს, მომავალი თაობის განათლების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

დავით ნარმანიას ჯილდო გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

„ჩემთვის პატივია ის ჯილდო, რომელიც დღეს გადმომეცა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისგან. ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო ღირსეულად უნდა ვატაროთ და ჩვენც, პრაქტიკოსმა ლექტორებმა, ვისაც გვიყვარს უნივერსიტეტი, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ - მომავალ თაობას მივცეთ უმაღლესი დონის განათლება. დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში დავათვალიერე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, დავესწარი კარგად ორგანიზებულ მასტერკლასებს, ვნახე თუ როგორ ემზადებიან სტუდენტები პრაქტიკოს ლექტორებთან ერთად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება მათ შეუძლიათ თამამად გამოიყენონ პრაქტიკაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ დაჯილდოებისას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და გაეცნენ უნივერსიტეტში მომდინარე სასწავლო პროცესს. ღონისძიებაზე, დავით ნარმანიასთან ერთად დაჯილდოვდნენ სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის