პროკურატურამ საგარეჯოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მაისს, ბრალდებული ყაზახეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა მეგობარ ქალთან ერთად და დაბინავდა სასტუმროში.

„ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალს ავტომანქანა უნდა შეეძინა და ინახავდა თანხას. ბრალდებულმა ხსენებული თანხის დაუფლების მიზნით 21 მაისს, მეგობარი ქალი თბილისიდან მოტყუებით წაიყვანა კახეთში და მდინარე იორის დამბასთან, თავში აგურის ჩარტყმით მოკლა.

ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ქალის გვამი მდინარე იორში გადააგდო, თავად კი დაეუფლა მის მობილურ ტელეფონს და თანხას 7100 აშშ დოლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ანგარების მოტივით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს