საქართველოს სავაჭრო პალატისა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

საქართველოს სავაჭრო პალატისა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრისას, პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ ორჰან მამადოვმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვეს.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე წლის 2 ივნისს, თბილისში დაგეგმილი საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი.

მხარეებმა განიხილეს მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მექანიზმები და ურთიერთობების გაღრმავება ორ ორგანიზაციას შორის.

გამოითქვა მზადყოფნა აზერბაიჯანსა და საქართველოში ბიზნეს ფორუმების ორგანიზების, რათა წახალისდეს პირდაპირი კავშირების დამყარება მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის.

მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს და გახსნის ახალ გზებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს