ლევან ხაბეიშვილი - 2023 წელს დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი რუსი ოლიგარქის, კრემლიდან მართული ხელისუფლების პირობებში - მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის

2023 წელს დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი რუსი ოლიგარქის, კრემლიდან მართული ხელისუფლების პირობებში და მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა მისი პარტიის მიერ დღეს დაგეგმილი აქციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რუსული ხელისუფლების გაპროტესტება ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწევს“.

„საქართველოს მოქალაქეებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 2023 წელს ეს დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი რუსი ოლიგარქის, კრემლიდან მართული ხელისუფლების პირობებში და მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც იყო პირველი, ვინც აღმართა ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ და ვინც დიდი ნაბიჯებით გაუძღვა ევროკავშირისკენ საქართველოს. სანამ საქართველოში რუსეთის, პუტინის ტყვეები და კრემლის დავალებით პატიმრები იქნებიან, ცხადია, ურთულესი გზა გველოდება. როდესაც გვინდა, რომ თავისუფლები და დამოუკიდებლები ვიყოთ და ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე არ დაემუქროს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ არსებობდნენ პუტინის ტყვეები, ასეთია პრეზიდენტი სააკაშვილი. ასევე, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდ ქალაქებში ექნება აქციები, სადაც აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე გავაპროტესტებთ „რუსულ ოცნებას“, რომელმაც ამ დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებებიდან გააგდო ევროკავშირის დროშა. ეს აქციები გაიმართება ქალაქ ზუგდიდში, გუბერნიის შენობასთან 13:00 საათზე; ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან 13:00 საათზე; ასევე 13:00 საათზე გორში ადმინისტრაციის შენობასთან; ქუთაისის მერიასთან 12:00 საათზე; დედაქალაქში 14:00 საათზე „მშვიდობის ხიდთან“. ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწევს რუსული ხელისუფლების გაპროტესტება და ბრძოლა თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ