გიორგი ამილახვარი - ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ წინაპრების უძვირფასეს მონაპოვარს და ერთად ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვაზე

ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ წინაპრების ამ უძვირფასეს მონაპოვარს და ერთად ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვაზე, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა და ამით ქართველ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული სისტემა შეიქმნა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. საამაყოა, რომ ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული სისტემა შეიქმნა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ წინაპრების ამ უძვირფასეს მონაპოვარს და ერთად ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვაზე, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობასა და საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებაზე. მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლების დირექტორებს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეყნის მთავარ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა