გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ოზურგეთში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ღვინის კომპანიებს.

„ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს; მოწყობილია ე.წ. „სომელიეს კუთხე“, სადაც პროფესიული დეგუსტაცია ტარდება; წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, გურიის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება;

ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობ-შემეცნებითი სივრცე, იმართება საბავშვო კონცერტები.

ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოიერვერკით“ დასრულდება.

გურიის რეგიონი კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ღვინოებით არის ცნობილი. გურია სახელოვანი ჩხავერის სამშობლოა. რეგიონის ისტორიული ჯიშებიდან ასევე, აღსანიშნავია: ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ზენათური, საკმიელა, თუმცა დღეს გურიაში ყველაზე გავრცელებული ჯიში მაინც ცოლიკოურია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ქუთაისსა და ოზურგეთში წარმოადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს