პოლონეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

კეთილდღეობას ვუსურვებთ ჩვენს ძვირფას მეგობრებს საქართველოდან, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობას ულოცავს ესტონეთის საგარეო უწყებაც.

„ძვირფასო ქართველო ხალხო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” - აღნიშნულია ესტონეთის აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს.

„გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“