„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და „ხელისუფლების მიერ ევროკავშირის სიმბოლიკის გაქრობის გამო“, საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ „სწორედ ის იყო პირველი, ვინც ევროკავშირის დროშა აღმართა პარლამენტის წინ და მან დააყენა საქართველოს დასავლურ რელსებზე“.

მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ სპეციალურად უკეთებს საბოტაჟს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს და არ მისცემს მათ უფლებას, რომ ქვეყანას მოუსპონ ევროპული მომავალი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო