გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისს მცხეთაში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე მასპინძლობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას.

„მოწყობილია ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ტარდება კულინარიული მასტერკლასი, რაც მოიცავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი კერძების თანამედროვე ვერსიების მომზადებას.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისათვის მოწყობილია შემეცნებითი სივრცე, ასევე იმართება „ბასტი-ბუბუს“ კონცერტი და საბავშვო სპექტაკლი; გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.

სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად, მოწყობილია ფოტოზონა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქვეყნის მნიშვნელოვანი თარიღების, ღირსშესანიშნაობების, ასევე აღნიშნულ რეგიონთან დაკავშირებული ქართველი მწერლებისა და მხატვრების შესახებ გამოფენა.

17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნება. დღის განმავლობაში, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები.

26 მაისის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცხეთაში, ქუთაისსა და ოზურგეთში სხვადასხვა აქტივობით არის წარმოდგენილი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!