„ლელოს“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები რუსთაველის ძეგლთან გაშალეს

პარტია „ლელოს“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები რუსთაველის ძეგლთან გაშალეს.

„ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს სიტყვით გამოსვლისას მიმართა, რომ საქართველოს და ევროკავშირის დროშები საქართველოს პარლამენტის შენობიდან გადმოფინოს.

„მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. ჩვენი მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლთან შეგნებულად დამთავრდა, იმიტომ, რომ იმ სახალხო მოძრაობაში დისონანსი არ შეგვეტანა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მინდა ანა ნაცვლიშვილს ვთხოვო, ეს ორი უმშვენიერესი დროშა წაიღოს და ჩვენი ქართველი ხალხის სახელით პარლამენტის შენობიდან გადმოფინოს”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მათ ამ მარშით საქართველოს უმრავლესობის ხმა გამოხატეს.

„დღეს არის მერაბ კოსტავას დღე. სწორედ, რუსთველის უკან არის მერაბ კოსტავას სახლი. ის ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქ ევროკავშირის დროშით იდგებოდა”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გამართეს.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“