ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის (22-27 მაისი) ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 მაისს გაეროს შტაბ-ბინაში ბექა ოდიშარია აშშ-ს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და გაეროს სხვადასხვა მისიას შეხვდა, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და დიასპორულ პრობლემატიკაზე იმსჯელეს.

ამასთან, განმარტავენ, რომ 25 მაისს - მანჰეტენზე "გრინ ბოულინგ" პარკში (Green Bowling Park) საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ გაუწია ორგანიზება.

„ ღონისძიებაზე, ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა დღესასწაული, ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში, ემიგრანტების რთულ გზაზე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის საფრანგეთის ქართული ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლების და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი პიტავას (ფსევდონიმი-„სანდრო ბარათელი'') პირდაპირი შთამომავალია.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას და მათ, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის კეთილი ნების ელჩები უწოდა.

დეპუტატმა, ასევე მადლიერება გამოხატა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისთვის და დიასპორის თითოეულ წევრზე ზრუნვისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბექა ოდიშარიამ გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ქართული დიასპორისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვისთვის და მათი საჩუქარი - პატრიარქის მიერ ნაკურთხი ჯვრები გადასცა დიასპორის წარმომადგენლებს.

„1992 წელს დამოუკიდებლობის აღდგენით, ჩვენი დროშა გაეროს შტაბ-ბინაში ამაყად ფრიალებს და საქართველო გაეროში გაწევრიანდა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ეს ძლიერი და ლამაზი დროშა მშვიდობიანად დაუბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს სოხუმსა და ცხინვალში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას