კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კლინიკა „ვივამედთან” მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნიც გააჟღერეს.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის გიორგი კაპანაძის განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც ევროკავშირის დროშა აღმართა პარლამენტის წინ და დიდი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის ევროკავშირში წასაყვანად.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ამიტომ, დღეს, 26 მაისს, ქართველ ემიგრანტებთან ერთად მოვედით „ვივამედთან“, რათა მივულოცოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე. მან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბევრი რამ გააკეთა.

პრეზიდენტი სააკაშვილი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და პირი, რომელიც ქართულ ჯართან და ხალხთან ერთად წინ აღუდგა რუსულ არმიას 2008 წელს. დღეს რომ ჯერ კიდევ რუსული დროშა არ ფრიალებს საქართველოში, ეს სწორედ ქართველი ხალხის, ქართული ჯარის და მაშინდელი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა.

ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ რუსულ რეჟიმს, რუსულ ოცნებას, რომ მან რუსეთთან ერთად ვერ შეძლოს მათი მზაკვრული მიზნების განხორციელება”,- განაცხადა კაპანაძემ.

მხარდასაჭერ აქციაზე ასევე იმყოფებოდა „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.

აქცია ფოიერვერკებით დასრულდა.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“