ახალქალაქსა და მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტებით დასრულდა.
„26 მაისის ღონისძიების კულმინაციისას 17:10 წუთზე ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა. პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ფერადი ფოიერვერკი და ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტებით დასრულდა, სადაც ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შეასრულეს ახალქალაქში ნოდიკო ტატიშვილმა, სოფო გელოვანმა, მარიამ მამისმედაშვილმა, დათუნა მგელაძემ და დუეტმა "ჯორჯიამ", ხოლო მარნეულში - ჯგუფმა "ფრანმა", თემურ ყვითელაშვილმა, ეკა კახიანმა, ნინი ბადურაშვილმა, ქრისტინე იმედაძემ და თაკო გაჩეჩილაძემ", - ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"